Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

      ტრნინგის  მეცხრე დღე იყო  ძალიან მნიშვნელოვანი,ამ დღის  განმავლობაში  ჩვენ  გავიმეორეთ  შესწავლილი მასალა,ვისწავლეთ  მოსწავლის ბლოგერში ვებ-გვერდების  გაკეთება,მონიშვნა,წაშლა,გადაადგილება  და სახელების შეცვლა.ვიმუშავეთ  გაჯეტებზე.
    ვორდის  ცარიელ  ფურცელზე  ვისწავლეთ  დიაგარმების  გაკეთება.
ტრენინგის  ყველა დღე  იყო  საინტერესო ,ვიმუშავეთ პროექტის  როგორც  შინაარსობრივ  ისე  ტექნიკურ  მხარეზე.ტრენინგზე იყო  თბილი  და განსაკუთრებული  გარემო. ტრენინგით ბევრი  საჭირო  უნარი  შევიძინე,რომელიც  დამეხმარება  პროფესილ  წინსვლასში, რისთვისაც  დიდ  მადლობას  ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს. 

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგის  მერვე დღე იყო  სახალისო  და  საინტერესო.ჯერ  გავიმეორეთ  შესწავლილი  მასალა.შევქმენით  ფასილიტაციის  ნიმუში,გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს,ვისწავლეთ საქაღალდეზე   მისამართის  მინიჭება, საქაღალდის  დრაივში ატვირთვა,მისამართის გადატანა  ბლოგზე  ე.ი.პროექტი  ბლოგზე  განვათავსეთ.
  კარგად  გავიგე  ახალი  მასალა  და ძალიან  კმაყოფილი  ვარ. 

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

           ტრენინგის  მეშვიდე  დღე იყო  საკმაოდ  ნაყოფიერი,შრომატევადი   და საინტერესო.
         გავიხსენე გარდნერის  თეორია და მის  მიხედვით  გავამზადე  განსხვავებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლის  დავალება.                                                                                              ვიმუშავე  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  და შეფასების  რუბრიკაზე,რომელიც ავტვირთე  და  გავიგზავნე ელექტრონულ  ფოსტაზე.

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

    როგორც  ყოველთვის  ეს  დღეც  იყო  საინტერესო  და  შრომატევადი.გავიხსენეთ  სლაიდების  კეთება.გავიმეორეთ  გაჯეტები.გავამზადეთ  მოსწავლის  პრეზენტაცია,ვიმუშავეთ  გეგმებზე  და  შეფასების  რუბრიკებზე.

Saturday, July 1, 2017

ტრენინგის მე-5 დღე

ეს  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო,ვისწავლეთ  საავტორო  უფლებებისა  და  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონის  შევსება.
  ვიმუშავეთ  ბლოგში,გავაკეთეთ  მოსწავლის  ბლოგი.